ჩვენ ომს ვუცხადებთ საქართველოში ტყის ჩეხვას

20/12/2017

ჩვენ ომს ვუცხადებთ საქართველოში ტყის ჩეხვას, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერთებით გარემოს დაცვის სამინისტროსთან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და „ეს იქნება მსხვილი, ძლიერი სამინისტრო, რომელშიც გარემოს დაცვის მიმართულებას ერთმნიშვნელოვნად ექნება ძალიან დიდი პრიორიტეტი“.

“ეს იქნება ასევე სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად, მთელი ჩვენი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების მწვანე კონცეფციის ქვეშ გარდაქმნას და ევროპული სტანდარტების დანერგვას ჩვენს სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, გამოწვევები ამ მიმართულებით ბევრია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ტყის უკანონო ჩეხვა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლად შექმნილ სამინისტროსთან ერთად და სამართალდამცველი სტქრუქტურების ჩართულობით ომს ვუცხადებთ საქართველოში ტყის ჩეხვას. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, თქვენ ამის შედეგებს დაინახავთ. ჩვენ ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. ამ გამოწვევას მე დღეს ვაღიარებ. ეს სერიოზული გამოწვევაა. იკვეთება სოფლად ტყის ჩეხვა, ამიტომ, ჩვენ ერთი მხრივ, უნდა გავამკაცროთ, მაგრამ მეორე მხრივ, ალტერნატივები უნდა შევქმნათ ძალიან სწრაფი ტემპით, რათა უკანონო ტყის ჩეხვის და რეწვის ჩანაცვლება მოხდეს ალტერნატიული შემოსავლის საშაულებებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0