ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიულ ფესვებს

21/04/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიულ ფესვებს და ვაძლიერებთ ცალკეულ მოქალაქეებს. ამის შესახებ პრემიე-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”დღეს მე აქ ვარ, მინდა გამოვიდე თქვენს წინაშე და დავაფიქსირო საქართველოს პოზიცია. დღესდღეობით, როცა ეჭვქვეშ დგას საზოგადო პოზიციები, საქართველომ უკვე გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი. ჩვენ, ჩვენი არჩევანი უკვე გავაკეთეთ. ჩვენ გამოვიარეთ დიდი გზა, თავისუფალი და ერთიანი ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. 1999 წლის აპრილში საქართველო გახდა ევროსაჭოს წევრი. რამდენიმე დაწესებულებაა, რომელიც გამოხატავს ევროპის ერიანობას და თავისუფლებას, მათგან ერთ-ერთი არის ევროპის საბჭო. მთელ რიგ ორგანიზაციებში გაწევრიანებით საქართველო გახდა ევროპული ქვეყნების ნაწილი. ეს ეროვნული სტარტეგიის შესაბამისად განხორციელდა, თუმცა იმავდროულად ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიულ ფესვებს და ვაძლიერებთ ცალკეულ მოქალაქეებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0