ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, რომ საქართველო რეალურად დამოუკიდებელ ქვეყნად ქცეულიყო

26/05/2016

ნოდარ ხადური სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავს.

„მე მინდა სრულიად საქართველოს, ჩვენი სამშობლოს ყველა პატრიორტს, რომელთაც გული შესტკივათ საქართველოზე, მივულოცო დღევანდელი დღე. 98 წლის წინ, ამ დღეს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 25 წლის წინ აღვიდგინეთ ეს დამოუკიდებლობა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, იმისთვის, რომ საქართველო რეალურად დამოუკიდებელ ქვეყანად ქცეულიყო“, – განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0