ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და დაუღალავად ვიშრომებთ წარმატების მისაღწევად

20/04/2016

2016 წელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის უამრავი
წარმატებული პროექტების წელი იქნება –განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.
“ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და დაუღალავად ვიშრომებთ წარმატების მისაღწევად“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, გამგებლის მოადგილე გიზო სართანია და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ,
მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. ამ ეტაპზე 7 საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბაშისა და ჩხორიის გზაზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი, იწყება ჭაქვინჯის გზის სრული რეაბილიტაცია, დაიწყება განმუხურის გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე კი, ოირემეს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოგვარდა წყალმომარაგების პრობლემა სოფლებში, გაკეთდა ხიდ–ბოგირები, ონარიის დასახლებაში გადაიხურა სახლები. მთლიანობაში 48 ადმინისტრაციულ ერთეულში უამრავი პროექტი განხორციელდა და მომავალშიც განხორციელდება. ახალკახათში შენდება საბავშვო ბაღი, რუხში განხორციელდა გრანდიოზული პროექტები, რომელსაც მალე ანაკლია და განმუხურიც შეურთდება. სოფლებში მოეწყო გარე–განათებები და ამ წელსაც ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას. დაიწყება ამბულატორიების გარემონტება. გაზმომარაგების პრობლემის მოგვარება, ზედაეწერის საცურაო აუზის რებილიტაციაზე გაკეთებულია ესკიზური პროექტი, რუხში სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დავიწყეთ სოციალური სახლების პროექტი და წელს შარშანდელთან შედარებით მეტ ოჯახს დავეხმარებით.
შეხვედრას ონკოლოგი ნონა ფიფია ესწრებოდა რომელმაც, უფასო სკრინინგ პროგრამაზე ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროსა და ონკოლოგიური ცენტრის ხელშეწყობით ადმინისტრაციულ ერთეულებში უფასო გამოკვლევები ჩატარდება. მოსახლეობას უფასო გამოკვლევები კიბოს პრევენციაზე, ფარულ სისხლდენასა და პროსტატაზე ჩაუტარდება.უფასოდ ჩატარდება საშვილოსნოსა და კიბოს სკრინინგიც .
შეხვედრაზე სატყეოსა და ზედამხედვოლობის სამსახურის წარმომადგენლებმა რწმუნებულების მიერ ცნობების წარმოების საკითხებზეც ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0