ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაკომპეტენტურია

18/07/2016

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, საქართველოს არც ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან ნათელი და განსაზღვრული პოლიტიკა არ გააჩნია. მისი თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია მხოლოდ დეკლარაციებზე, თან ისეთ დეკლარაციებზე, რომელსაც რეალური საფუძველი უკვე აღარ აქვს.

“ყველა მიმართულებით არის სერიოზული ნაბიჯები გადასადგმელი და არც ერთი ეს ნაბიჯი ქვეყნის მიმართულებით არ იდგმება. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია მხოლოდ დეკლარაციებზე, თან ისეთ დეკლარაციებზე, რომელსაც რეალური საფუძველი უკვე აღარ აქვს. ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული და ნათელი პოლიტიკა არც ერთ სახელმწიფოსთან. იმ საფრთხეებში, რომელიც ახლა ქვეყანას ემუქრება, არ შეიძლება, ასეთ ვითარებაში თავის თავს არ დაუსვას ადამიანმა კითხვა, ვის შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაკომპეტენტურია საგარეო პრობლემების მოგვარების საკითხშიც.

“არ მაქვს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების იმედი. ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაკომპეტენტურია არამარტო საგარეო პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით, არამედ საშინაო პრობლემების გადაჭრის დროსაც. დღევანდელი ხელისუფლება უუნაროა და საერთოდ არანაირი პოლიტიკა არ აქვს. ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყისთვის, რომ ხელისუფლებაში ვიყო მე და ის ადამიანები, ვისაც პოლიტიკა გვესმის, ვისაც უბრალოდ ორი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია და რომლებიც არ გავაკეთებთ იმას, რომ პოპულარული განცხადებებისთვის საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ქვეყანის მომავალი”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0