ჩვენი ფუნქცია რეგიონში არის პირველ რიგში, უსაფრთხოება, სიმშვიდე და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა იძენს სულ უფრო მეტ დატვირთვას

25/06/2020

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, ჩვენი, საქართველოს სპეციალური სამსახურები უაღრესად მაღალი ხარისხით არიან შეფასებულები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს კოოპერირება იყოს სულ უფრო და უფრო ეფექტური.

„მათი ქმედითუნარიანობა არის უმაღლეს დონეზე შეფასებული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი კოოპერირება იყოს სულ უფრო და უფრო ეფექტური. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია რეგიონში, ეს ფუნქცია, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება, სიმშვიდე რეგიონში და ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იძენს სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას და შინაარსს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0