ჩვენი მოწოდებაა, საარჩევნოდ ადამიანებს შორის დაძაბულობა შემცირდეს

15/04/2016

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის მოწოდებაა, რომ საარჩევნოდ ადამიანებს შორის დაძაბულობა შემცირდეს და მოქალაქეებმა არჩევანი მშვიდ გარემოში გააკეთონ. ამის შესახებ პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

”ჩვენ წელს დღის წესრიგში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა, რომელთა შორისაცაა საპარლამენტო არჩევნები. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” მიიღი გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო ბლოკის სახით აღარ მოხდეს შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა: პარტიები ინდივიდუალურად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ამ პროცესს. ჩვენი მოწოდებაა, ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები, სადაც სიტყვის თავისუფლება იქნება დაცული, შემცირდება დაძაბულობა ადამიანებს შორის და მშვიდ გარემოში იქნება შესაძლებელი, რომ ადამიანებმა გააკეთონ საკუთარი არჩევანი საქართველოს მომავლის შესახებ”, – განაცხადა .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0