ჩვენი მიზანია ხევსურეთში განვითარდეს ტურიზმი

01/09/2018

მცხეთა-მთიანეთში სახალხო დღესასწაული შატილობა აღინიშნა, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია და ტრადიციები აქვს.
შესრულდა ლუდის კოდის დალოცვის რიტუალი, მოეწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება,ცეცხლოვანი შოუ შატილის კოშკებზე, გაიმართა კონცერტი. ღონისძიებას როგორც ქართველი ასევე უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ეს სიყვარული, რომელიც დღეს აქ იგრძნობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს შატილს და ქართულ მთას, იმ მთას, სადაც ყველაზე უფრო ინახავენ ქართულ გენს, ქართულ სულსა და ტრადიციებს. თითოეული ქართველი და მსოფლიო კულტურა ამაყობს ამ უნიკალური ძეგლით.” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შატილში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე.

“დღეს ჩვენს რეგიონში სახალხო დღესასწაულია – შატილობა, რომელიც ხევსურეთის განსაკუთრებულ ხასიათს უსვამს ხაზს.ხედავთ რამდენი ტურისტია ჩამოსული, როგორც უცხოელი ასევე ადგილობრივი. ჩვენი მიზანია ხევსურეთში განვითარდეს ტურიზმი და განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები, ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. სახელწიფო ახორციელებს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამას, მიმდინარეობს მუცოს რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაგეგმილია შატილის ინტერნეტიზაცია.” – განაცხადა გუბერნატორმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0