ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობა რეგიონში ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ვაქციოთ

14/12/2018

შალვა კერესელიძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული აქცენტი პროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში კენკროვანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის ქვეკომპონენტზე გაკეთდა, რომელიც რეგიონში რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა. ქვეკომპონენტის ფარგლებში სახელმწიფო სრულად აფინანსებს ნერგების, სარწყავი სისტემის და ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალების ღირებულებას.
შალვა კერესელიძემ რეგიონში სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარების აუცილებლობაზე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია. არაერთ პროგრამას ვახორციელებთ და სამომავლოდ კიდევ ბევრი ინიციატივის ამოქმედებას ვგეგმავთ, რომელიც საბოლოოდ, სასიკეთოდ აისახება ადგილობრივი ოჯახების შემოსავლებზე. ჩვენი მიზანია ეს დარგი რეგიონში ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ვაქციოთ“ – აღნიშნა გუბერნატორმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0