პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.
„ჩვენი მეგობრობა მოიცავს ძლიერ და წარმატებულ პოლიტიკურ ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის და იცით, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველო ასევე აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს მშვიდობის განმტკიცებისთვის და ეს მოიცავს იმ ურთიერთნდობას, რომელიც საქართველოს მიმართ რეგიონში მყოფ ქვეყნებს აქვთ. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავის მხარდაჭერა და პატივისცემა საქართველოს მიმართ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.