ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა იწყება. მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამას კონტაქტორების ნაცვლად სრულად განახორციელებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ განაცხადა აღნიშნული ცვლილება საშუალებას მოგვცემს , რომ გაიზრდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ახალი განყოფილებების გახსნას თბილისსა და რეგიონებში, რათა მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მომავალი 1 თვის განმავლობაში თბილისის მასსტაბით დაგეგმილია 3 ახალი განყოფილების გახსნა, სადაც სურვილის შემთხვევაში კონტრაქტორი დაწესებულებების თანამშრომლები დასაქმდებიან.
რეფორმის ფარგლებში შემცირდება ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდის ოდენობაც.
დღეის მდგომარეობით მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 1300 ბენეფიციარია ჩართული.
ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა იწყება
14/06/2016