შშმ პირს საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა გადაეცა

20/05/2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე სოციალურად დაუცველ შშმ პირს, 8 წლის მარიამ სოხაძეს, სახლში ესტუმრნენ და 4 300 ლარი გადასცეს. აღნიშნული თანხა “გვირილობა 2016” – ის ფარგლებში გამართული ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტიდან შემოვიდა. შეგროვილი ფულით მარიამის მკურნალობის ხარჯები დაიფარება.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის სოციალური აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0