შუხუთში სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს

06/07/2016

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სოფლის ცენტრში „სოფლის პროგრამის ფარგლებში“რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 11 733 ლარია. სამუშაოებს შპს „იმედი“ აწარმოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0