შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთში დღეიდან რეაბილიტირებული საჯარო სკოლა შევიდა ექსპლუატაციაში

12/10/2017

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთში დღეიდან რეაბილიტირებული საჯარო სკოლა შევიდა ექსპლუატაციაში. შენობის საზეიმოდ გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე და რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე ესწრებოდნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განხორციელდა. კეთილმოეწყო სკოლის შენობის ორივე სართული, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო მოწესრიგდა სკოლის ეზო და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა.
სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე ბუთურაულისა და ჭვანის საჯარო სკოლებს, ქიძინიძეების საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზს. 2017 წელს დაიწყო სოფელ მაწყვალთისა და სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლების მშენებლობა. 2018 წელს დაიწყება დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა.
დღის მეორე ნახევარში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი გამგეობისა და რესურსცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და პედაგოგებს პროფესიული დღე მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა.
ღონისძიების დასასრულს 50-ამდე ღვაწლმოსილ პედაგოგს სიგელები და ტრადიციულად ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0