საპროტესტო აქციები გერმანიის ქალაქ შტუტგარტში – მოსახლეობამ სკოლის პროგრამაში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ ახალი პროგრამის შეტანის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა „ქორწინებისა და ოჯახისთვის” აქტივისტები. მათი მოწინააღმდეგეები – ლგბტ აქტივისტები აქციისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ.
ფონდ „ქორწინებისა და ოჯახისთვის” წარმომადგენელმა ნორბერტ ნოიჰაუსმა განაცხადა, რომ ლგბტ იდეოლოგიის სკოლაში დამკვიდრების წინააღმდეგია:
„ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები სკოლაში საკუთარი იდეოლოგიის დამკვიდრებას ცდილობენ. ბევრი მშობელი ამის წინააღმდეგ გამოდის”, – განაცხადა ნორბერტ ნოიჰაუსმა.
პოლიციასთან შეტაკების დროს 18 ადამიანი დაშავდა.