შსს-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

01/10/2016

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის და დიდი ბრიტანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო და სისხლის სამართლის მიმართულებით აუდიტის განმახორციელებელი დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით საკანონმდებლო მიმართულებით არსებული მიდგომები და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. საუბარი, ასევე, შეეხო იმ გამოწვევებს, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვის კუთხით არსებობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0