შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), ევროკავშირის მისიისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, ასევე, ავსტრიის, საფრანგეთის და ლატვიის პოლიციის ატაშეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ სტუმრებს შსს-ს აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა აკადემიაში არსებული საჭიროებების ანალიზის შედეგები და ერთობლივი პროექტების განხორციელების სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური მობილური ლაბორატორია, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს.
შსს-ში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
27/10/2016