შსს-ს სპორტულმა გუნდმა გამარჯვება TCR-ზე მოიპოვა

17/04/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი MIA force-ის გუნდმა GE-Force-მა, რომელიც TCR International-ზე ასპარეზობს, ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე რბოლის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. GE-Force-ის წარმატება ქართული გუნდის სერბი მრბოლელის, დუშან ბორკოვიჩის დამსახურებაა, რომელმაც ბაჰრეინის ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და GE-Force-ს გამარჯვება მოუტანა. რბოლის დასრულების შემდეგ, შსს-ს გუნდს, რომელიც, ორი ეტაპის შემდეგ, 90 ქულით მეორე ადგილზეა, ჩემპიონატის ფორმატით გათვალისწინებული სპეციალური თასი გადაეცა. GE-Force-ის მეორე მრბოლელი, დათა ქაჯაია სარბოლო ავტომობილის ტექნიკური პრობლემების გამო, ბაჰრეინის ეტაპის ორივე რბოლას ნაადრევად გამოეთიშა. განვლილი ორი ეტაპის შედეგად, დათა ქაჯაია სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს და პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენს 13 ქულით ჩამორჩება. TCR International-ის 2017 წლის სეზონის მესამე ეტაპი 4-6 მაისს ბელგიაში გაიმართება. ჩემპიონატის გამარჯვებული კი 10 ეტაპის შედეგების მიხედვით გამოვლინდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0