შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასული, გზააბნეული მოქალაქეები უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, მოლაშქრეთა კლუბის წევრებს გზა აებნათ და ხეობიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ამასთანავე, ერთ-ერთ მოლაშქრეს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დროულად გავიდა. რთული რელიეფის გამო, სამაშველო ღონისძიებაში საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. მაშველებმა გზააბნეული მოქალაქეები და დაშავებული მოლაშქრე თბილისში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს.
შსს-ს მაშველებმა თრუსოს ხეობაში მოლაშქრეებს დახმარება აღმოუჩინეს
21/09/2017