შსს-ს მაშველებმა გერმანელ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს

02/09/2017

შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ სტეფანწმინდაში, სოფელ არშაში, თოთის მთაზე გერმანელმა ტურისტმა ფეხი დაიზიანა, გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა და დახმარება ესაჭიროებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყაზბეგის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების თანამშრომლები. მაშველებმა ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0