შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ კახეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების ქრობის პროცესს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო. ცოცხალი ძალა, ავიაციის საშუალებით, უშუალოდ ხანძრის კერებთანაა შეყვანილი. გამთენიისას მუშაობა განაახლა 4-მა ვერტმფრენმა.
ამ დროისთვის, ყვარელში, სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად აქტიურად მუშაობს ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით აღჭურვილი ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა.
უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ხანძრის ქრობის სამუშაოები მთა-თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ცეცხლის კერებთან ავიაციის მეშვეობით შეყვანილი ცოცხალი ძალა ერთობლივად ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას
შსს-ს დანაყოფები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ კახეთში გაჩენილი ხანძრის კერების ქრობის პროცესს
04/09/2017