შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

25/07/2017

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული ზ.მ. თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკულ საშუალების 57 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,52604 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0