შსს-მ გარდაბანში ე.წ. „ბიო“ ამოიღო

27/01/2016

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ელნურ გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ქაღალდში შეხვეული 0,38 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“ ამოიღეს, რომელიც კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0