შპს „ბათუმის წყალმა“ 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

26/01/2019

ბათუმის მერიაში შპს „ბათუმის წყალმა“ 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა, რომელიც „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა, მარიკა გვიანიძემ წარადგინა.

სამოქმედო გეგმის მიხედვით წელს დაგეგმილია:
შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის შექმნა მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით. მოსახლეობის ახალ წყალარინების ქსელზე გადართვა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში.
ავტომატიზებული სისტემის SCADA განახლება და CCTV კამერების შესყიდვა.
ხელვაჩაურის წყალმომარაგების ქსელის დასრულება.
ჩაქვის სათავე ნაგებობაზე ჰიპოქლორიდის დანადგარის შეძენა.
წყალარინების ლაბორატორიის აკრედიტაცია და სასმელი წყლის კვლევის სპექტრის გაზრდა.

მიმდინარე წელსვე დასრულდება მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა, რაც მახინჯაურის, განთიადისა და თამარის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგების
შესაძლებლობას მისცემს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0