შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მე-4 ხიდზე ლითონის კოჭების მონტაჟი დასრულდა

24/03/2023

ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე – პროექტის ფარგლებში N4 ხიდზე, (არგვეთა-თბილისის მიმართულება) ლითონის კოჭების მონტაჟის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა კოჭის სამონტაჟო სპეციალური დანადგარით, რომელოც დღეის მდგომარეობით საქართველოში ტვირთამწეობით ყველაზე დიდი მოცულობის არის. მაქსიმალური ტვირთამწეობა შეადგენს 400 ტონას. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ჯამში, გათვალისწინებულია 14.7 კმ სიგრძის 4 ზოლიანი გზის, 17 ხიდის და 10 გვირაბის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ მეოთხე ხიდის სიგრძე 458 მეტრს შეადგენს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0