შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება მიულოცა.

08/04/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და მოადგილე, კახა კობერიძე, სამხარეო ადმინისტრაციაში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, სოსო ნემსაძეს და სადადგმო ნაწილის უფროსს, გია ხუსკივაძეს შეხვდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა, ქალაქის თეატრის ხელმძღვანელ პირებს, შემოქმედებითი კავშირის, საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია მიულოცა, რომელიც “წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარისთვის“ სოსო ნემსაძეს გადაეცა სპექტაკლისთვის “შეშლილის წერილები“, “ეროსი მანჯგალაძის პრემია“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ მიიღო, ხოლო თეატრალური საზოგადოების მიერ დაწესებული ჯილდოს, ამაგდარის წოდება მიენიჭა, სადადგმო ნაწილის უფროსს, გია ხუსკივაძეს.
შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებს, სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0