შოთა რეხვიაშვილმა კასპიის ზღვის ევროპული კლუბის ხელმძღვანელ პირებს და ბიზნესმენებს უმასპინძლა

18/10/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა, მუნიციპალიტეტში კასპიის ზღვის ევროპული კლუბის ხელმძღვანელ პირებს და ბიზნესმენებს უმასპინძლეს, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუმრებს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოები დაათვალიერებინეს და არსებული ბიზნეს-გარემო გააცნეს. საუბარი შეეხო რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს და სახელმწიფოს მიდგომებს ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0