ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მოადგილე კახა კობერიძემ, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. მხარის პირველმა პირმა, ტურისტული კომპანიებისა და გიდების ასოციაციის წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში არსებული სიახლეების შესახებ, რაც მიმდინარე წელს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით იგეგმება.
შეხვედრის მიმდინარეობისას, გაიმართა თემატური პრეზენტაცია, ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ. დაიგეგმა სამომავლოდ, ერთობლივად, განსახორციელებელი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ, უკვე მოეწყო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, უახლოეს პერიოდში კი გაიმართება საინფორმაციო ტური ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში.
შოთა რეხვიაშვილი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
05/03/2019