ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, ღია შეხვედრების ფარგლებში, სოფელ კაკლიანის, კიზილქილისას, ორმაშენისა და ბაღჩალარის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად, დიალოგის რეჟიმში, განიხილეს 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული მიმართულებები.
საუბარი შეეხო უკვე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიების, სკოლებისა და საბავშო ბაღების მოწყობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოებიც, დმანისში ამ მიმართულებით, სულ 1 372 000 ლარის ღირებულების, 77 პროექტი შესრულდება.
შოთა რეხვიაშვილი, სოფელ კაკლიანის, კიზილქილისას, ორმაშენისა და ბაღჩალარის მოსახლეობას შეხვდა
13/10/2019