შოთა რეხვიაშვილი, საქსტატის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

21/02/2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან, საქსტატის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, თემატური პრეზენტაცია წარადგინა და 2020-2023 წლების განვითარების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. შეხვედრის მიმდინარეობისას სახელმწიფო რწმუნებულმა, ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობების მნიშვნელობაზე, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორისთვის ქმნის. შეხვედრის მთავარ მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქსტატის მომავალი გეგმების გაცნობა და მათი საჭიროებების დადგენა წარმოადგენდა. მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია და უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემებით მომხმარებლების ინფორმირებულობას მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქსტატი საინფორმაციო შეხვედრებს, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0