ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე და მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტში, ოთხი ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. საერთაშორისო სტანდარტების შესამაბისი ცენტრების მშენებლობას, ქალაქ მარნეულში, სოფელ ქუთლიარში, სადახლოსა და შაუმიანში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა ადგილზე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრებში, 60-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
შოთა რეხვიაშვილი სამედიცინო ცენტრების მშენებლობას გაეცნო
25/07/2019