შოთა რეხვიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

08/05/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციაში, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, შოთა რეხვიაშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს, ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი და რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ სიახლეებს. მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება, პრიორიტეტული მიმართულებებით განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0