ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია “ორბელიანი საქართველოს“ წარმომადგენლებს და ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა პროექტის დეტალების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც “ორბელიანი საქართველო” რუსთავის მერიის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი დაფინანსებით, რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელშეწყობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია იდეების კონკური “შეცვალე რუსთავი“, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს შესაბამისი იდეა წარადგინოს და მოიპოვოს დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას უკვე განხორციელდა გამწვანების მასშტაბური აქცია ქალაქ რუსთავის #22 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სადაც 200-მდე ნერგი დაირგო და მოეწყო სარწყავი სისტემა. შოთა რეხვიაშვილმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს გაწეული საქმიანიბისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
შოთა რეხვიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანი საქართველოს“ წარმომადგენლებს და ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა
18/05/2019