ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ტრადიციული “პოეზიის სახალხო დღესასწაული – “შოთაობა-2022” გაიმართა.
ღონისძიების დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად სოფელ რუსთავში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ. ღონისძიების პარალელურად გაიმართა ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭიდაობასა და საჯილდაო ქვის აზიდვაში. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაწესებული სიგელები საჩუქრები გადაეცათ.
“შოთაობა-2022″ დღესასწაულზე ახალციხის ადიგენის ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, საპატიო ასპინძელი”-ს წოდებით დააჯილდოვეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე (დიმიტრი ჭუაძე), დაბაში მცხოვრები თამარ ყიფიანი და სოფელ რუსთავის მკვიდრი დევანოზ ინასარიძე. დღესასწაულზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ მუნიციპალიტეტში 2022 წლის ბოლო პერიოდში ახალდაქორწინებული წყვილები ტრადიციულად “ვეფხისტყაოსანით” დაასაჩუქრა. პოეზიის სახალხო დღეასაწაულზე ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ პოეტ დავით ახლოურს გადეცა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული პირველი პრემია (1500) ლარი. მწერალთა კავშირის წევრებმა და სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედებით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი პოეზიის უდიდეს გენიას შოთა რუსთაველს.
,,შოთაობა-2022’’ გაიმართა
24/09/2022