შინ მოვლის დიაკონური სამსახურის დაარსების დღე აღინიშნა

27/07/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, წარმომადგენლობითი ორგანოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი შინ მოვლის დიაკონური სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შინ მოვლის სამსახური 2016 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ ახალ პროექტშია დარეგისტრირებული და მასში სხვადასხვა სამსახურები, ასევე სამედიცინო ცენტრები და პოლიკლინიკები არიან ჩართულნი.
როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, შინ მოვლის დიაკონური სამსახურის მსგავსი რამოდენიმე ორგანიზაცია დედაქალაქის რაიონების გამგეობებთან ერთად აწარმოებენ კვლევას, რომლის მიხედვითაც , მიმდინარე წლის შემოდგომისთვის უკვე განსაზღვრული იქნება დედაქალაქში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის საჭირო პრიორიტეტები.
,,ჩვენ მივესალმებით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფოს ბენეფიციარების პრობლემების მოგვარებაში შეუწყობენ ხელს “,- განაცახადა ფრაქციის ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ანალოგიური პროექტების განხორციელებას ხელს ყოველთვის შეუწყობს.
საკრებულოს დეპუტატებმა დამსწრე საზოგადოებას დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდეს და აღნიშნეს, რომ თბილისის ფინანსური დოკუმენტის დიდი ნაწილი სოციალურ პროექტებსა და პროგრამებს მოხმარდება.
შეხვედრას, რომელიც ევანგელიურ-ლუთერული შერიგების ეკლესიაში გაიმართა, მერიისა და სხვადასხვა სამედიცინო ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0