ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის ახლადგახსნილ პარკში დღეს გამთენიისას ვანდალურად იქნა განადგურებული ახალდარგული ხე-მცენარეები, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს:
მათი განმარტებით, დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარიც.
ბათუმის მერიის განცხადებით ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.
შინდისის გმირების სახელობის სკვერი გუშინ გაიხსნა. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა.