შიდა ქართლში სამშენებლო პროცესი განახლდა

19/05/2020

შიდა ქართლში სამშენებლო პროცესი განახლდა. თითოეულ მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა ატენში, სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აღემატება. პროექტი მოიცავს არსებული გზების რეაბილიტაციას, საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკის და პარკირების მოწყობას. ასევე, პროექტში გათვალისწინებულია ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს განთავსება. გარდა ტურისტული ინფრასტრუქტურისა, რამდენიმე დღეში ხიდისთავი-ატენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც საგრძნობლად გაამარტივებს როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების გადააადგილებას. პროექტს საგზაო დეპარტამენი განახორციელებს და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0