შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული კასპში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

17/09/2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კასპში კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ამჟამად ქალაქ კასპში კოსტავას ქუჩისა და მისი მიმდებარე ქუჩების – ცხრა ძმის, მაზნიაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და თამარ მეფის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება საავტომობილო სავალი ნაწილი, საფეხმავლო სივრცეები და სანიაღვრე სისტემა. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტი გარდამავალია და მისი დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. რეგიონის რწმუნებულის თქმით, აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში გადაადგილებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0