შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთდ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, მათ შორის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით იმსჯელეს ტურისტული ლოკაციების მზადყოფნის შესახებაც. გარდა ამისა, იმსჯელეს სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და მელიორაციის საკითხებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც თავის მხრივ მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებულ მუშაობასა და მათთან ეფექტურ კომუნიკაციას.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
05/04/2023