შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

10/03/2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ოთხივე მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც. აღსანიშანვია, რომ წელს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 30 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც 30-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
გარდა ამისა, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო მუნიციპალიტეტებში ტურისტული, რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხითაც. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტების მიმდინარეობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. როგორც სახელმწიფო რწმუნებულიმა აღნიშნა, მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებულ მუშაობასა და მათთან ეფექტურ კომუნიკაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0