შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუხამეჯანოვ ბაურჟანს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. რწმუნებულმა ელჩს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა როგორც განხორციელებული, ისე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. შეხვედრის მიზანს საქართველოსა დაყაზახეთს შორის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის განვითარება წარმოადგენდა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ყაზახეთის ელჩი ურთიერთობების გაღრმავებასა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შიდა ქართლის რწმუნებულმა ყაზახეთის ელჩს უმასპინძლა
19/06/2021