შიდა ქართლის რწმუნებულმა კასპის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

02/03/2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა და სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რწმუნებულმა ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების ურთიერთთანამშრომლობას. საღარეიშვილის თქმით, თითოეული სამსახური ემსახურება მუნიციპალიტეტის და ზოგადად, რეგიონის გაძლიერებას, შესაბამისად მნიშვნელოვანია კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა. განხილულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური მიმართულებით. ასევე, მხარეებმა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0