შიდა ქართლის რწმუნებული ხელთუბნის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

17/06/2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. იგეგმება შენობის სრული განახლება, სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცლა, გამოიცვლება კომუნიკაციები და მოეწყობა ეზო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რაზეც მილიონ ლარამდე იხარჯება.
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად დაათვალიერა.

“ხელთუბნის საბავშო ბაღის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ვგეგმავთ, რომ სამუშაოები მიმდინარე წელს დავასრულოთ. შესაბამისად, ადგილობრივ პატარების კომფორტისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი.”- აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.

განახლებული სასწავლო წლიდან ხელთუბნის განახლებული საბავშვო ბაღი 200-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0