გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში იმყოფებოდა და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. რწმუნებულის თქმით, აღნიშნული პრობლემა შესწავლილი იქნება და უახლოეს პერიოდში სოფელში გზის მოწყობის სამუშაოები დაიგეგმება.
გიორგი ხოჯევანიშვილმა სოფელში მდებარე რამდენიმე ისტორიული ლოკაციაც მოინახულა და აღნიშნა, რომ სოფელს ცალსახად აქვს ტურისტული პოტენციალი. როგორც მისი გეოგრაფული მდებარეობის, ისე ისტორიული მრავალფეროვნების გამო. გოსტიბე ისტორიული სოფელია, რომელიც მეფე როსტომმა იორამ სააკაძეს გადასცა. ეს ტერიტორია ფეოდალურ ხანაშიც განვითარებული იყო, რასაც აქ შემორჩენილი ადრეული შუასაუკუნეების ტაძრები და გვიანი შუასაუკუნეების კოშკიც მოწმობს.
შიდა ქართლის რწმუნებული გოსტიბეს მოსახლეობას შეხვდა
17/07/2020