შიდა ქართლის რეგიონში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა

21/06/2021

ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ადგილობრივი მეწარმებიის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებისა და ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და რწმუნებულის მოადგილე ნუგზრ სამხარაძე დაესწრნენ.

“უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი შიდა ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ლოკაციაა, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორს საინტერესო სერვისებს სთვაზობს. დღეს ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. მასგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეწარმეების ცნობადობის გაზრდას, მათ ეკონომიკურ გაძიერებას და დამატებით მუზეუმისთვის მეტი დამთვალიერებლის მოზიდვას. რა თქმა უნდა, პანდემიის გათვალისწინებით ტურისტების მიღება მოხდება რეკომენდაციების სრული დაცვით“ – აღნიშნა რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0