შიდა ქართლის რწმუნებულმა-გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონში მომუშავე ცენტრალური და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელიც არაფორმალურ გარემოში წარიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებს. კერძოდ, ქალაქების იერსახის გაუმჯობესებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადაჭრის გზებს, მაღალმთიან სოფლებში ინფრასტრუქუტურის მოწყობას, სოციალური გარემოს განვითარებას და სხვა. გუბერნატორის თქმით, სამომავლოდ მედიასთან აქტიურ თანამშრომლმობას აპირებს და ასევე, გეგმავს მათთან პერიოდული შევედრებს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გაცნობის მიზნით.
შიდა ქართლის გუბერნატორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
22/08/2018