შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოება კანონმდებლობით დარეგულირდება

28/04/2023

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა „ტრანსპორტის სფეროში მართვისა და რეგულირების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე ისაუბრა. გურამ გურამიშვილის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების შემუშავების და მისი დამტკიცების მიზნით მომზადდა და მისი ამოქმედება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება. მინისტრის მოადგილემ ცვლილებების მომზადების მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის საკითხები არ რეგულირდება, რაც უსაფრთხოების გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონმდებლობაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილად აქცევს და სატრანსპორტო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავ საშუალებებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0