შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით შვეიცარიაში ვიზიტით გაემგზავრება

05/10/2017

საქართველოს პარლამენტის შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი 6-8 ოქტომბერს, შვეიცარია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ლომბარდის მიწვევით, შვეიცარიას, კერძოდ ტიჩინოს კანტონს ეწვევა.
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ისკო დასენი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი ფატი ხალვაში ტიჩინოს კანტონის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0