შეხვვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

25/05/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამართა შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ რაჰიმფურთან (Ebrahim Rahimpur), რომელიც საქართველოს ეწვია დამოუკიდებლობის დღის 25-ე წლისთავთან დაკავშრებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად.

შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირანის მთავრობის სახელით მიულოცა ქართულ მხარეს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი და საქართველოს მთავრობას წარმატებები უსურვა დასახული გეგმების განხორციელებაში.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს გადასცა ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ისჰაყ ჯაჰანგირის მოსაწვევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელზე. აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებული პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებებით, რაც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში. შეხვედრისას კმაყოფილებით აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0