სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა ფახულანისა და ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარ პრიორიტეტად გამოიკვეთა მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხების მოგვარება, ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში კი მთავარ პრიორიტეტად გზების რეაბილიტაცია დასახელდა.
შეხვედრები ფახულანისა და ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულებში
08/03/2016